მოდელი გიორგი ნაზღაიძე ჟურნალ „გზასთან“ გემოვნების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეორად ტანსაცმელს ხშირად ყიდულობს:
„როდესაც რაიმე განსხვავებულისა და საინტერესოს შეძენა მინდა, „მეორადებში“ მივდივარ. იქ ზოგჯერ შარვალს ვიღებ და მერე ჩემს მკერავთან ისე გადავაკეთებ, როგორც მსურს. იქ ზოგჯერ შარვალს ვიღებ და მერე ჩემს მკერავთან ისე გადავაკეთებ. დღეს ჩემი ჩაცმულობა უფრო ჩვეულებრივი, ჩემი გადმოსახედიდან, გემოვნებით შერჩეულია. ნებისმიერს შეუძლია შევიდეს ჩემს „ინსტაგრამ გვერდზე“ და ნახოს. ჩემს გარდერობშია ძვირად ღირებულიც, საშუალოფასიანიც და „მეორადიც“. „მეორადებში“ კარგი რამეები შეგიძლია აღმოაჩინო. მაგალითად, ორბორტიანი პიჯაკები თბილისის ბაზარზე ძალიან რთული სანახავია, „მეორადებში“ კი ხარისხიანს მისაღებ ფასში შეიძენ. ჩემთვის ხშირად უთქვამთ, რატომ ამბობ, „მეორადებში“ რომ ყიდულობო? მინდა, ხალხმა დაინახოს, რომ გემოვნებიან ჩაცმას დიდი თანხები არ სჭირდება… ხანდახან არის შემთხვევა, სამოსი მაცვია, რომელიც ყველას მოსწონს და ყველა მეკითხება, სად იყიდეო? არავინ იჯერებს, რომ მეორადებში შეძენილი შარვალი შეიძლება იყოს, რომელშიც ოთხი ლარი გადავიხადე…“