LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მუმლაძე: დავიწყეთ კამპანია, „მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი შენც შეგეხება“

149
BeFunky-collage (1)

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის გიორგი მუმლაძის განცხადებით, დაიწყეს კამპანია „მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი შენც შეგეხება“.

მისი თქმით, საინფორმაციო კამპანია არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც გაგრძელდება.

„დავიწყეთ კამპანია – „მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი შენც შეგეხება“. შენც შეგეხება იმიტომ, რომ რეალურად, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პუტინის ტყვეობაში გარდაცვალება ნიშნავს ამ ქვეყნისთვის ევროპული და დემოკრატიული მომავლის დასამარებას, რაც თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება. კერძოდ, უფრო მეტად გავღარიბდებით, მეტი კრიმინალი იქნება და სამწუხაროდ, ქვეყანაში განმეორდება ის უმძიმესი შედეგები, რაც ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შემდეგ განმეორდა. ბუკლეტებზე ჩამოთვლილია კონკრეტულად და პუნქტობრივად, რა დამანგრეველი შედეგი შეიძლება მოიტანოს მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალებამ. ჩვენთვის უმთავრესი სწორედ ის არის, რომ მეტ ადამიანამდე მივიდეთ. ვხდებით ჩვენს მხარდამჭერებს, თანამოაზრეებს და მათი დახმარებით საინფორმაციო ბროშურები ქსელურად უნდა გავრცელდეს.

მთელი საერთაშორისო საზოგადოება გვეუბნება, გინდათ ევროკავშირის, ნატო-ს წევრობა, გინდათ დასავლეთთან ურთიერთობა? – მაშინ გაათავისუფლეთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ამაში ჩვენ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. ხალხის მობილიზების, მოტივაციის და ინფორმირების გარეშე არაფერი გამოვა“, – განაცხადა მუმლაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ინფორმირებული საზოგადოება შემდეგ ქუჩის აქციებში უნდა ჩაერთოს.

„უახლოეს პერიოდში სწორედ ინფორმირებულ ხალხს დავუძახებთ თუნდაც ქუჩის პროტესტში. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რა შედეგების აღმოსაფხვრელად გადის ქუჩაში და რისთვის იბრძვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის წინასწარი კამპანია იმისთვის, რომ ქუჩის აქციებისთვის მოვემზადოთ. ჯერ ვახდენთ ინფორმირებას, მაქსიმალურად მეტ ადამიანამდე რომ მივიტანოთ ინფორმაცია და შემდეგ უკვე ქუჩის აქციებზეც ბრძოლა, რა თქმა უნდა დაიწყება“,- განაცხადა მუმლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები