„რასაც საერთაშორისო ექსპერტები წერენ, თუ ის ძალიან მალე არ შესრულდება, მიხეილ სააკაშვილი მოკვდება,” – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მშვენიერაძე აღნიშნავს, ეს იქნება განზრახ მკვლელობა.
„ყოველთვის ფრთხილი ვიყავი (და ვარ) მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას. რასაც საერთაშორისო ექსპერტები წერენ, თუ ის ძალიან მალე არ შესრულდება, მიხეილ სააკაშვილი მოკვდება. ეს იქნება განზრახ მკვლელობა,” – წერს გიორგი მშვენიერაძე.