LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მღებრიშვილი: სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ ხანძრის შედეგად დამწვარია მინიმუმ 3000 კვადრატული მეტრის ფართობი

37

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარია მინიმუმ 3000 კვადრატული მეტრის ფართობი.

როგორც მღებრიშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა ხანძრის შედეგად დამწვარია შენობის მესამე სართული, ასევე მეორე სართულისა და ავტოფარეხის ნაწილი.

მისივე თქმით, ადგილზე დამონტაჟებული იყო სათვალთვალო კამერები. „როგორც მოვიკითხეთ, ადგილზე იყო სათვალთვალო კამერები. სავარაუდოდ, შესაძლებელია დადგენა თუ საიდან გავრცელდა კერა. ასე რომ, გამოძიებას აქვს სამუშაო და ის იტყვის ზუსტ პასუხს ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები