LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

94

საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისათვის და იგი საქართველოში ვიზიტად მიიწვია.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ყაზახეთი და ასტანა წინსვლისა და განვითარების მაგალითია და სიმბოლურია, რომ მისი ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას -საქართველო – ყაზახეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 25 წლის იუბილესა და საერთაშორისო გამოფენას „ექსპო 2017“-ს დაემთხვა, რომელზედაც საქართველო ღირსეულადაა წარმოდგენილი:

 

“ყაზახეთთან ჩვენ ტრადიციულად გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა, რომლის გაზრდის კარგი შესაძლებლობები არსებობს.
პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური ურთიერთობების შესაძლებლობების გაზრდა, ეს ეხება, როგორც ენერგომატარებლებს, ასევე სხვა პროდუქციას.

საჭიროა, ამ თანამშრომლობის და ინვესტირების უფრო მეტი ინტენსიფიკაცია, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანას დაახლოებაში, როგორც კულტურის, ასევე ახალგაზრდობის და განათლების მიმართულებებითაც. ყოველივე ამის შესახებ ჩვენ ვილაპარაკეთ მომავალი გეგმების თვალსაზრისით.

წელს არის ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავი და ასევე დღეს გვაქვს მშვენიერი შესაძლებლობა EXPO 2017-ის კონტექსტში საქართველომ წარმოადგინოს საკუთარი შესაძლებლობები საინტერესო და შთამბეჭდავ ქართულ პავილიონში, რომლისთვისაც ჩვენ ინტენსიურად ვემზადებოდით,” – აღნიშნა საქრთველოს პრეზიდენტმა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილის ვიზიტს ძალიან დროული და საჭირო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი დადებით ბიძგს მისცემს ჩვენს მთავრობებს, ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად.
როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო და ყაზახეთი დიდი სატრანზიტო შესაძლებლობების ქვეყნებია და მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობების განვითარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები