ირინა ენუქიძე საქართველოს პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა, მარგველაშვილის თქმით, სანდრო გირგვლიანის დედა ადამიანებისთვის და ჰუმანურობისთვის იბრძოდა. მისი ჯილდო ენუქიძის მეუღლეს, გურამ გირგვლიანს გადაეცა.
2015 წელი მე გამოვაცხადე ქალთა წლად. ამ წლის დასრულებისას, მე გადავწყვიტე, რამდენიმე ქალბატონი გამოვყო, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების მიმართ. ამ განსაკუთრებული ადამიანების გამორჩევა დავიწყე ირინა ენუქიძისგან. ქალბატონი ირინა გახლდათ სიმბოლო იმ ბრძოლის, რომელსაც ერქვა ბრძოლა ჰუმანურობისთვის, ადამიანების უფლებებისთვის, სიცოცხლის უფლებისთვის და ძალადობის წინააღმდეგ. ეს იყო უაღრესად მორალური ბრძოლა, ირინა ენუქიძეს მოუკლეს შვილი. ის იბრძოდა სხვისი შვილების გადასარჩენად, ჩვენი შვილების გადასარჩენად და მან ამ ბრძოლას შესწირა საკუთარი სიცოცხლე. მინდა ხაზი გავუსვა, მის ღვაწლს ქვეყნისა და ერის წინაშე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.