LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის კონგრესში ნატოს სამიტისათვის მზადების საკითხები განიხილა

85

საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენ ჯერალდ კონოლს შეხვდა. მან რეგიონის და საქართველოს უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის, რომელიც არაერთხელ დაუფიქსირებია საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების ინიცირებისას და მიღებისას. ინფორმაცია პრეზიდენტი ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდირება, მხარდამჭერი ტერმინოლოგიის და განცხადებების მობილიზება, – ეს მხარდაჭერა გულისხმობს, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და რუსეთის ოკუპაციის, ასევე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებს.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 16 მარტს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები