გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთს ეწვია. ორდღიანი ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყება.
ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ საუბარი შედგება. პრეზიდენტები ასევე გამართავენ შეხვედრას სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად გაფართოებული შემადგენლობით.
პრეზიდენტის პრესამსხურის ცნობით, მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ალექსის ციპრასს, საბერძნეთის პარლამენტის სპიკერს ნიკოს ვუცისის, ოპოზიციის ლიდერს შეხვდება.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი ათენის უნივერსიტეტში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს და ათენში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.