LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი: მე ვიქნები ყველგან, სადაც იქნება ბრძოლა, ჩვენ ყველანი ვართ ერთ მხარეს – პუტინის რუსეთის წინააღმდეგ

129
Untitled

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით იმართება სიტყვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა.

“მე მინდა ვილაპარაკო იმაზე, რაც გვაერთიანებს. პირველ რიგში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი სამშობლო არა რუსეთის გუბერნია, არამედ დამოუკიდებელი და თავისუფლების მოყვარე ადამიანთა ერთობაა და მისი ადგილი ევროპაშია. ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ მიგვაჩნია ეს ხელისუფლება საშიში ამ გზაზე. ჩვენ გვინდა მივაღწიოთ მიზანს მშვიდობიანი გზით. უნდა მივიყვანოთ ჩვენი სამშობლო იმ ნავსაყუდელში, სადაც მისი ადგილია.

ეს იქნება დამქანცველი, დამღლელი ბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლის გარდა სხვა შესაძლებლობა არ გვაქვს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ის იქნება ყველგან, სადაც იქნება ბრძოლა მომავლისთვის.

“ჩვენ ყველანი ვართ ერთ მხარეს – პუტინის რუსეთის წინააღმდეგოდ და გავიმარჯვებთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები