საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მედიის წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს.
“გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. თქვენი მისიის ფორმულა მარტივია – დემოკრატია არ არსებობს თავისუფალი მედიის გარეშე. იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ ჯანმრთელი და ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება თქვენი მოღვაწეობა.
“მაგრამ კიდევ უფრო ზუსტი რომ ვიყო, დემოკრატია არ არსებობს თვითმმართველობებში ადგილებზე დემოკრატიის გარეშე და ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ადგილობრივი მედიის აქტიურობა. ასე რომ, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების, დემოკრატიულობის პროცესი იწყება იმ პროცესიდან, რომელიც ხდება ქალაქებში, ჩვენს რეგიონებში. იქ წარმათული ჯანმრთელი დემოკრატიული პროცესი განაპირობებს დედაქალაქში მიმდინარე საერთო ეროვნულ-დემოკრატიულ პროცესს.
“მადლობა მინდა, ვუთხრა ყველა ჟურნალისტს, რომლებიც წლები და ათწლეულები ამ მნიშვნელოვან მისიას ემსახურება,” – ამბობს გიორგი მარგველაშვილი მისალოც მიმართვაში.