LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მამალაძის მხარდამჭერები პატრიარქს მოუწოდებენ, პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართოს

120
mamaladze

საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის  მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე საქართველოს პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს. მისი თქმით, მოთხოვნა დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

“იმედი მაქვს უფლის და იმედი მაქვს, რომ ღმერთი გაუნათებთ გონებას და გადადგამენ ნაბიჯს, რისთვისაც არიან მოვლენილი ამ ქვეყანაზე,” – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

გიორგი მამალაძის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ დეკანოზი უნდა გათავისუფლდეს და ამის შემდეგ სინოდის სხდომას დაესწროს.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, საპატრიარქოში არსებობს ჯანსაღი ჯგუფები, რომლებიც, დაადასტურებენ, რომ გიორგი მამალაძე უდანაშაულოა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება

წინასწარი კვლევებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ განაცხადა. მისივე თქმით, კვლევები პერმანენტულად მიმდინარეობს. ჯერჯერობით გელანტიამ ვერ დააკონკრეტა, თუ როდის მოხდება პაციენტის კლინიკიდან გაწერა.

საპროტესტო აქციას შეუერთდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც, თუმცა, მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ინსულტის შედეგად უჭირს საუბარი და პარალიზებული აქვს ცალი მხარე. ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ოჯახის მოთხოვნის გამო, ის გუშინ საავადმყოფოში მამა ნიკოლოზმა აზიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები