LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, საპატრიარქოსთან აქცია გაიმართება

dekanozi-giorgi-mamaladze

მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, 10 თებერვალს, საპატრიარქოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია 12:00 საათზეა დაგეგმილი.

აქციაზე ახალ მოთხოვნას გააჟღერებენ, ისინი დეკანოზ მამალაძის ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

გიორგი მამალაძის ახლობლები ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი არ დაიშლებიან.

მსჯავრდებულის ძმა,თორნიკე მამალაძე მეექვსე დღეა, რაც საპატრიაქროსთან აქციას მართავს და ძმის, მსჯავრდებული დეკანოზის ზიარებას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები