LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა

139

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი შვიდივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა იქნება, გარდაბნის – რამაზ ბუდაღაშვილი, მარნეულის – თემურ აბაზოვი, ბოლნისის – დავით შერაზადიშვილი, დმანისის – გიორგი ტატუაშვილი, წალკის – ილია საბანაძე, ხოლო თეთრიწყაროს – გიორგი ქორიძე. 

პრემიერ-მინისტრმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ.

„თითოეული მათგანი ნამდვილი პროფესიონალია, რომლებიც მზად არიან, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, თითოეული თქვენგანის პრობლემის გადაჭრას მოახმარონ. დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა და ერთად უნდა შევქმნათ კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღე“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა. მთავრობის მეთაური მერობის კანდიდატებს მთელი საქართველოს მასშტაბით წარადგენს.