LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში კონგრესმენებთან შეხვედრაზე ტატუნაშვილის საქმეზე ისაუბრა

153

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესმენებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს და აღინიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები აშშ-ისა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელია.

შეხვედრისას ასევე, ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპეტივაზე, რასაც აშშ-ის კონგრესი მხარს უჭერს.

კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა, დევიდ პრაისმაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მტკიცე მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან კიდევ ერთხელ დაადასტურა.

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს სამუშაო ვიზიტით ეწვია.