საქართველოს პრემიერ-მინისტრი წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მივიდა. გიორგი კვირიკაშვილი ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს ხვდება. მედიასთან პრემიერ-მინისტრს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ამასთან, დღეს, ცოტა ხნით ადრე, ტატუნაშვილის ოჯახის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენების საკითხზე ილია მეორე რუსეთის პატრიარქს წერილს გაუგზავნის.