LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: ვიწყებთ იშვიათ, ძვირადღირებულ, ძალიან პერსპექტიული პროექტის განხორციელებას

143

ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა ეპოქალური პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაარსების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე ასეული მილიონი ევროს ღირებულების პროექტს აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ”ქართუ”.

”მინდა მივესალმო და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს ამ გასაკუთრებული და საშვილიშვილო საქმის წამოწყებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინსტიტუტი გახდება ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო-საგანამანათლებლო ცენტრი რეგიონში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ამ პროექტის მთავრი კომპორნენტის – ნაწილაკთა ამჩქარებლის კომპლექსის მშენებლობის მნიშვნელობა. ფართო წრეებში კოლაიდერად ცნობილი ნაწილაკების ამჩქარებლის კომპლექსის მეშვებით ქართველ მეცნიერებს და მეცნიერთა ახალ თაობებს შეეძლებათ უმნიშვნელოვანესი კვლევების ჩატარება. მათ შორის მედიცინის, კერძოდ კი, ონკოლოგიის ადრონული თერაპიის მიმართულებით” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ექსპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და შესაბამისი საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის მშენებლობაში გამოცდილების გაზიარების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში წამყვან ისეთ ცენტრებთან, როგორიც არის ”სერნი”, ბირთვულ კვლევათა ევროპული ცენტრი, CNAO, ანდრონული თერაპიის ეროვნული ცენტრი და სხვა. სწორედ მათთან ერთად ხორცილედება აღნიშნული პროექტი.

კვირიკაშვილის თქმით, ნაწილაკების ამჩქარებლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ ინსტიტუტს ექნება მსოფლიო დონის მასშტაბური კვლევითი ცენტრის დანიშნულება.

”იგი იმუშავებს ადრონული თერაპიის მეთოდით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიმსივნის მკურნალობის ეს უახლესი მეთოდი წარმატებით დაინერგება ჩვენ ქვეყანაში. აქ იქნება უნიკალური ექსპერიმენტული ბაზა თანამედროვე კვლევებისთვის. ჩვენ სტუდენტებს ექნებათ საშუალება აქტიურად ჩაერთონ მსოფლიო სამეცნიერო კვლევებში. პარტნიორ ქვეყნებში სტუდენტების სწავლას და მივლინებებს მთლიანად დააფინასებს ფორნდი ”ქართუ”, რაც უდიდესი და უპრეცედენტო მხარდაჭერაა. ჩვენ ვიწყებთ იშვიათ, ძვირადღირებულ, ძალიან პერსპექტიული პროექტის განხორციელებას, რაც დიდ სიკეთეს მოუტანს როგორც ჩვენ ხალხს ისე მთელ რიგიონს” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ინსტიტუტის პროექტის წარდგენის პრეზენტაციას მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და ინსტიტუტების პროფესორები, მეცნიერები, სტუდენტები, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები