LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი სოფლის მეურნეობის სუბსიდირების ეტაპობრივ გაუქმებას აპირებს

71

საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელების მომხრეა.

როგორც  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რკინიგზის პროექტი მაქსიმალურად სწრაფად განახლდება.

გარდა ამისა, მან ენერგო სექტორში პროექტების დაჩქარების პირობაც დადო და აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო სფეროს პოტენციალის განვითარების კვალდაკვალ, სახელმწიფო სუბსიდირებიდან ეტაპობრივად გამოსვლას დაიწყებს და გამოთავისუფლებულ თანხებს სპეციალური საკრედიტო საგენტოში მიმართავს, რომელიც აპრილიდან სრული დატვირთვით ამოქმედდება.

პრემიერობის კანდიდატის განმარტებით,  სოფლის მეურნეობის სექტორში თანხების დაბანდებას მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა აქვს.

“სოფლის მეურნეობაში ჩართულია მოსახლეობის 50%-ზე მეტი, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმრთულებით დახარჯული თითოეული ლარი ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია და ვფიქრობ, ამ პროექტებს გავაგრძელებთ, თუმცა,რა თქმა უნდა, ეტაპობრივად სუბსიდირებიდან გამოსვლას დავიწყებთ”.

კვირიკაშვილმა დამწყები ბიზნესის დაკრედიტების მექანიზმზეც ისაუბრა და განაცხდა, რომ მისი პრემიერობისას მთავარი აქცენტი კერძო სექტორზე გადავა და დაინერგება „პასუხისმგებლიანი თანამშრომლობა საჯარო და კერძო სექტორს შორის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები