პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის განვითარებისთვის უცხოეთში, საინვესტიციო ვიზიტებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. მან ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის განვითარების 4 კომპონენტიანი გეგმა შესთავაზა:
”ესენია: ფუნდამენტალური საგადასახადო რეფორმა. რაც გულისხმობს მოგების გადასახადის გაუქმებას – მოგების გადასახადი არ დაიბეგრება და ისევ ეკონომიკის განვითარებას მოხმადება. ამის ერთ ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება დამწყები ბიზნესმენების დაფინანსება, რომლის შესახებაც საკანონდებლო რეფორმა აპრილი-მაისის თვეებში ამოქმედდება. მეორე – მმართველობითი რეფორმა, რაც გულისხმობს ერთი ფანჯრის პრინციპით სერვისის მიწოდებას ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. მათ სამინისტროებში მისვლა აღარ მოუწევთ და ინტერნეტ მომსახურებით მათთვის სასურველ სერვისს მიიღებენ. მესამე – მთავრობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გეგმაზე მუშაობს, საუბარია რამდენიმე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ამაში აქტიურად უნდა ჩაერთოს კერძო სექტორი, ამ მიზნით კი მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი რომელიც ამ საკითხებზე იმსჯელებს” – განაცხადა კვირიკაშვილმა.
კიდევ ერთი რეფორმა, პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლების იქნება. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობა მუშაობს გერმანული მოდელზე, რაც გულისხმობს პროფესიული განათლების მიმართულების განვითარებას.
გარდა ამისა, კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლისთვის შეიქმნება ახალი საპენსიო სისტემა, რომლის საკანონმდებლო პაკეტზეც მთავრობა უკვე მუშაობს.