საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და საფრანგეთს თანაგრძნობას უცხადებს.
“შემაძრწუნებელია ტრაგედია, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მოხდა.
წარმოუდგენელ სისასტიკეს უდანაშაულო ადამინების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაჭრილები.
საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს, საფრანგეთის მთავრობას.
ასმაგად შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ მოხდა მაშინ, როცა მთელი საფრანგეთი ზეიმობდა ეროვნულ დღესასწაულს – ბასტილიის დღეს. ეს არის უდიდესი გამოწვევა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე.
მე მჯერა, რომ დემოკრატიული სამყარო საერთო ძალებით შეძლებს ამ ბოროტების დამარცხებას და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თავისუფლების იდეა, რომელიც ბასტილიის დღეს უკავშირდება და რის გამოც გუშინ სასტიკად გაუსწორდნენ თავისუფალ მოქალაქეებს, უკვდავია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს,” – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.