LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა

104

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაარსების მნიშვნელობას და ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებების დროულად ამოქმედების აუცილებლობას.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა თურქეთის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის და კმაყოფილება გამოთქვა ვიზიტის ნაყოფიერად დასრულების გამო.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა თურქი ხალხისადმი და გამოთქვა რწმენა, რომ სტაბილური და დემოკრატიული თურქეთი რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი იქნება.
გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ვარშავის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.

აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობებს მნიშვნელოვნად განამტკიცებს.