LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი – ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვერსია გაითვალისწინებს ძალიან მკაცრ მიდგომას ნარკორეალიზატორების მიმართ

47

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვერსია ერთი მხრივ გაითვალისწინებს მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას და უფრო ჰუმანურ დამოკიდებულებას, მეორე მხრივ კი ძალიან მკაცრ მიდგომას ნარკორეალიზატორების და ნარკოტრაფიკის მიმართ.

“ნარკოპოლიტიკას რაც შეეხება, გუშინ იყო ამაზე საუბარი და დაპირებებიც გაიცა, რომ უახლოეს პერიოდში საბოლოო ვერსია გავა პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს ერთი მხრივ მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას და გაცილებით უფრო ჰუმანურ დამოკიდებულებას, მათ შორის სამედიცინო სერვისებით შევსებას, შესაბისი ფსიქო-რეაბილიტაციების კომისიების ჩამოყალიბებას მომხმარებლის მიმართ. იგი ასევე ითვალისწინებს ძალიან მკაცრ მიდგომას ნარკორეალიზატორების და ნარკოტრაფიკის მიმართ, რასაც სახელმწიფო ვერასდროს შეეგუება”,- განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები