პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შს მინისტრის გუშინდელ გადაწყვეტილებებს ოპტიმალურს უწოდებს. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის კოორდინირებული მუშაობის შედეგად თავიდან იქნა აცილებული დაპირისპირება.
“მმართველმა გუნდმა იმუშავა მაქსიმალურად კარგი კოორდინაციით. ჩართულობა იყო აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან. მინისტრ გახარიას მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები იყო ოპტიმალური იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ვიმყოფებოდით. ძალიან აქტიურად იმუშავა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრაქტიკულად ორი დღე-ღამე გავათენეთ ყველამ ერთად და შედეგად მივიღეთ ის, რომ ავიცილეთ თავიდან დაპირისპირება”, – განაცხადა პრემიერმა.