ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა იმ პროცესს, რაც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობაზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
მთავრობის მეთაურმა დონალდ ტუსკს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რომელსაც ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დაესწრნენ.