„რუსული ოცნება“ ანგრევს ხიდებს ცივილიზებულ სამყაროსთან და ცდილობს დაგვაბრუნოს უკან, სიბნელესა და ჭაობში“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძე და ეხმიანება პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ვითარდება და წინ მიიწევს.
გიორგი კაპანაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ტყუილი და ხალხის დამცირებაა:
„ერთადერთი, რასაც ახლა „რუსული ოცნება“ აშენებს, არის არა ხიდები დასავლეთთან, არამედ რკინის ფარდა ევროპასთან.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ მისი ხელისუფლების პირობებში, ქვეყანა წინ მიდის და მიისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირისაკენ, არის ტყუილი და ხალხის დამცირება. სინამდვილეში, „რუსული ოცნება“ ანგრევს ხიდებს ცივილიზებულ სამყაროსთან და ცდილობს დაგვაბრუნოს უკან, სიბნელესა და ჭაობში. ერთადერთი, რასაც „რუსული ოცნება“ აშენებს, არის რკინის ფარდა ევროპასთან.
რეჟიმი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაუახლოვდეს რუსეთს და საქართველო დამარცხებულის მხარეს აღმოჩნდეს. ხოლო ხალხი ან ბოლომდე გაღარიბდეს, ან ჩვენი ქვეყნიდან წავიდეს. სწორედ ეს არის ის, რაზეც წლებია რუსეთი ოცნებობდა, საქართველო ქართველების გარეშე…
დღეს პუტინის იარაღი ოლიგარქიული მმართველობაა, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარს ამბობს.
პუტინმა ომი უკრაინაში დაიწყო, მაგრამ „რუსული ოცნების“ დახმარებით, საქართველოს იპყრობს და თუ ამ ხელისუფლებას სწრაფად არ შევცვლით, თავის ანტიქართულ გეგმებს ბოლომდე მიიყვანს“, – ამბობს გიორგი კაპანაძე.