LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კანდელაკის აქტივობა სოციალურ ქსელში ხალხს უფრო მეტ ზიანს მოუტანს ვიდრე სარგებელს: თამარ ჟამურაშვილი 

267
ჟამურაშვილი - კანდელაკი

ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი ინფექციონისტ გიორგი კანდელაკს სოციალურ ქსელში პასუხობს. როგორც ჟამურაშვილი წერს, გიორგი კანდელაკის აქტივობა სოციალურ ქსელში „ხალხს უფრო მეტ ზიანს მოუტანს ვიდრე სარგებელს“.

რა გამართლება აქვს ხალხის აცრას და მათში ვაქცინის გვერდითი ეფექტების რისკის გაზრდას ყოველგვარი სარგებლის გარეშე? ამას არანაირი სამეცნიერო საფუძველი აღარ გააჩნია: გიორგი კანდელაკის პასუხი თამარ ჟამურაშვილს

მისივე თქმით, გიორგი კანდელაკი თავს ანტიფაშისტად წარმოიდგენს, მაშინ როცა ყველა დანარჩენს ფაშისტებად ხედავს და ამ დროს ამბობს, რომ საზოგადოება არ უნდა გაიყოს და ზიზღი არ უნდა დაინერგოს. ჟამურაშვილის აზრით, გიორგი კანდელაკის სურათი, სწორედაც რომ გაყოფილი საზოგადოების სიმბოლო გამოდის და აგრესიას ბადებს.

პატივს ვცემ აცრილსაც და აუცრელსაც, ჩემი აცრის სტატუსს არ ვიტყვი, არავის მივცემ სტიმულს, რომ თავისი გადაწყვეტილება მიიღოს ჩემი მაგალითით: გიორგი კანდელაკი

ეკა კვესიტაძე: „თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ…“

ბევრი კოლეგის თხოვნით, თამარ ჟამურაშვილი გიორგი კანდელაკს პასუხობს: “თუ თქვენი თეორიების ნამდვილად გჯერათ, რატომ არ გადაარჩინეთ მილიონზე მეტი ადამიანი?”

„დამეთანხმებით, ეს არ არის სამეცნიერო დებატებისთვის საუკეთესო კომუნიკაციის ფორმა, სავარაუდოდ ამიტომაც გაქვთ ბევრი რამ ჩემი პოსტიდან მცდარად ინტერპრეტირებული.

მაგალითად ნამდვილად არ მიგულისხმია და მგონებ არც დამიწერია, რომ “ვაქცინის შემდეგ ინფექცია, მხოლოდ მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების გაქრობის (!) შემდეგ შეიძლება განვითარდეს და შესაბამისად თითქოს ყველა (!) ვაქცინირებულის ინფიცირება VADE-ით უნდა მიდიოდეს”, – ეს ორივემ ვიცით რომ ასე არ არის. გაქრობა არა – შემცირება და ყველაში არა, მაგრამ უმრავლესობაში მაინც…

რა თქმა უნდა არც ეს მიგულისხმია: “თუ VADE დაფიქსირებული იყო ადრე ნუკლეოპროტეინულ ანტისხეულებთან, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს რომ სპაიკი თავისუფალია იგივე ეფექტისაგან”, – ამ ფაქტის ხსენებით მხოლოდ ხაზი გავუსვი იმას, რომ კოვიდ-ვაქცინის შექმნისას VADE-ს ფენომენი ნამდვილად გათვალისწინებული იყო და კვლევებიც არსებობს.

ვარაუდია რომ ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულების ტიტრის შემცირებას სჭირდება 6-9 თვე და ამიტომაც იგეგმება ბუსტერი ამ ინტერვალით, მაგრამ დელტა შტამთან ამას, ჩემი ინფორმაციით ნაკლები კავშირი აქვს.

რაც შეეხება კოვიდ-გადატანილთა აცრას. დიახ, კოვიდ-გადატანილს უკეთესი დაცვა აქვს, ვიდრე ორჯერადად აცრილს კოვიდ-ის გარეშე, მაგრამ კოვიდ-გადატანილს + ერთი დოზა ბევრად უფრო ეფექტურია და მაღალ დაცვას იწვევს. ესეც ისრაელის კვლევაა და დარწმუნებული ვარ ორივესთვის ცნობილია.

რაც შეეხება <50-ის აცრას. ამ ასაკობრივ კატეგორიაში სიკვდილიანობა ისედაც დაბალია ვიდრე 60+ში, მაგრამ ასევე არსებობს ჰეიდელბერგის კვლევა, რომელმაც კოვიდ-პაციენტთა 77%-ში ლონგ-კოვიდ-ი აღმოაჩინა. მე პირადად მყავს რამდენიმე კოლეგა, რომელიც უკვე 6 თვეზე მეტია მუშაობას ვერ აგრძელებს, მყავს უამრავი ასეთი პაციენტი სხვადასხვა ჩივილებითა და სინდრომებით, რომლებიც ძველ ცხოვრებას ვეღარ უბრუნდებიან. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა პოპულაციის ინვალიდიზაციის რისკს ვზრდით, თუ მათ არაფერი შევთავაზეთ.

მუტირებული შტამისთვის ახალი ვაქცინის შექმნის შეუძლებლობაშიც ვერ დაგეთანხმებით. დღევანდელ დღეს დელტა შტამი რომ ყველაზე გავრცელებულია, ეს ხომ ვიცით და ასე რომ გავრცელდებოდა აღმოჩენიდან მაქსიმუმ 2 კვირაში ვიცოდით. ასევე მოხდება იმ რეზისტენტული შტამის აღმოჩენა და პროგნოზირებაც, თუ ოდესმე და მანამდე განვითარდა ვიდრე წამალი ან სხვა ვაქცინა გვექნება.

რაც თქვენს სურათს შეეხება, ორივე ერთი და იგივეს ვგულისხმობთ, თქვენ თქვენ თავს ანტიფაშისტად წარმოიდგენთ, მაშინ როცა ყველა დანარჩენს ფაშისტებად ხედავთ და ამ დროს ამბობთ, რომ საზოგადოება არ უნდა გაიყოს და ზიზღი არ უნდა დაინერგოს. ჩემი აზრით თქვენი სურათი სწორედაც რომ გაყოფილი საზოგადოების სიმბოლო გამოდის და აგრესიას ბადებს.

თუ გავიხსენებთ, ფაშისტები ზიანს მხოლოდ სხვას აყენებდნენ და არა საკუთარ თავს. ამ შემთხვევაში კი არც ერთი ვაქსერი არ სთავაზობს სხვას ვაქცინაციას თუ თავად არ არის აცრილი. ამიტომ მე პირადად ლოგიკას ვერ ვხედავ…

გიორგი, მართლაც საინტერესოა თქვენთან დისკუსია და როგორც ხედავთ ბევრ გაუგებრობას აქვს ამ ფორმატში ადგილი. დავინდოთ სხვა სფეროს წარმომადგენლები, ჯერ ერთი ისინი მართალს და მტყუანს ჩვენს შორის ვერ გაარჩევენ და უარესად დაიბნევიან და მეორეც, ალბათ ეჭვი არ გეპარებათ, რომ არც სახელმწიფო და არც პანდემიის მმართველი გუნდი არ დაგეთანხმებათ ამ მსჯელობაში და საბოლოოდ ნებით თუ უნებლიეთ გამოვა, რომ ვაქცინაცია მართლაც სავალდებულო გახდება. ზოგიერთი ერთჯერადად აცრილი უკვე აუქმებს რეგისტრაციას მეორე დოზაზე.

გარდა ამისა თინა და მისი მიმდევარნი აქტიურად იყენებენ თქვენს პოსტებს, არც ეს მგონია ყოფილიყო თქვენი მიზანი.

გთავაზობთ ჩემს დახურულ პლატფორმას ასეთი სამეცნიერო დისკუსიებისთვის. ვიმსჯელოთ ექიმებმა, მივიდეთ კონსენსუსამდე, იქნებ გეთანხმებით საბოლოოდ და რამდენიმე ექიმი უფრო ადვილად მიაღწევს მიზანს.

ჩემი სუბიექტური აზრით თქვენი ასეთი აქტივობა ხალხს უფრო მეტ ზიანს მოუტანს ვიდრე სარგებელს. თანაც არც ერთი წამყვანი სპეციალისტი თქვენს აზრს არ იზიარებს. ჩემი კლინიკის წამყვანი ტვინები უკვე მესამედ არიან აცრილები, არა მგონია მისხალი ეჭვის არსებობის შემთხვევაში საკუთარი თავი საფრთხეში ჩაეგდოთ.

ეს ჩემი ბოლო პასუხია ასეთ სივრცეში, ყველაფერი დანარჩენი ან კულისებში, როგორც წესია ან ჩემს გარეშე.

George Kandelaki მართლაც დიდ პატივს გცემთ და ამ წუთას ვისურვებდი თქვენს ადგილზე ნებისმიერი სხვა ყოფილიყო, ბევრად უფრო თავისუფლად ვუპასუხებდი“, – წერს ჟამურაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები