LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კანდელაკი ახალ კვლევაზე: ,,შემოდგომის დაანონსებულ ტალღებს უნდა შევხვდეთ პანიკის და დრაკონული შეზღუდვების გარეშე”

465
20200421-192510

ექიმი ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი წერს ახალი სტატისტიკის შესახებ, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა კოვიდ-19-ის სიკვდილიანობის შეფასებასთან დაკავშირებით. ქართველი ექიმი საინტერესო ტენდენციებს გამოკვეთს და აღნიშნავს, რომ

“CDC -იმ რამდენიმე დღის წინ საკუთარ საიტზე დადო COVID-ით გამოწვეული სიკვდილიანობის შეფასებითი მონაცემები [ https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/hcp/planning-scenarios.html ]. თუ გაეცნობით ამ ქვემოთ მოყვანილ შემოკლებულ ცხრილს, ნახავთ, რომ „საუკეთესო შეფასებით“ “Best estimate”, სიმპტომების მქონე COVID-ინფიცირებულებში CFR – ი (ანუ დიაგნოსტირებული სიმპტომური პაციენტის ჯამური სიკვდილიანობა) არის 0.4%. აქვე მოცემულია უსიმპტომო პაციენტების შეფასებითი პროცენტი – 35%.

თუ გადავითვლით საერთო ინფიცირებულთა რიცხვზე (ანუ როგორც სიმპტომურ, ისე უსიმპტომო პაციენტებზე ჯამურად) სიკვდილიანობა გამოდის 0.26%! სეზონური გრიპის სიკვდილიანობა არის 0.1%. ანუ ყველაზე კონსერვატიული გათვლით, ყველაზე ცუდი სცენარით (CDC-ს მოცემული აქვს 5 მოდელი, აქედან Best estimate სცენარის მიხედვით ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის პროცენტს იძლევა სხვა 4 სცენართან შედარებით, სადაც სიკვდილიანობა გაცილებით დაბალ ნიშნულზეა), სიკვდილიანობა ორნახევარჯერ აღემატება მხოლოდ სტანდარტული გრიპის სეზონის სიკვდილიანობას.

რაც შეეხება ასაკობრივ განაწილებას – 65% წლამდე სიკვდილიანობა გრიპის სიკვდილიანობაზე დაბალია. პრობლემატურად რჩება მხოლოდ 65 წლის ასაკზე ხანდაზმულთა სიკვდილიანობა, რაც სიმპტომურებში 1.3%-ია, ხოლო საერთო ინფიცირებულთა სიკვდილიანობა ამ ასაკში 0.8% – ია.

ჩვენ ამ თემაზე ორ თვეზე მეტია ვსაუბრობთ, რომ სიკვდილიანობა სწორედ ამ მიდამოებში, გრიპის ირგვლივ უნდა ყოფილიყო, ამასვე მიუთითებდა ბევრი სეროპრევალენტობის კვლევაც. ამ დოკუმენტში CDC თავის შეფასებებში, სწორედ ამ პროცენტებს ეთანხმება ოფიციალურად უკვე.
თუ კიდევ ვინმეს არ გჯერათ მეცნიერული დასკვნების და გჯერათ იმ განცხადებების, რომ 12%, 14% და 18% ია სიკვდილიანობა, რაც ისმოდა ამ ხნის განმავლობაში ქართულ არხებზე, კომენტარებში მე ნუ შემეკამათებით, პირდაპირ მიმართეთ პრეტენზიით ამერიკის CDC-ს ?

დავამატებდი, რომ სიკვდილიანობა სავარაუდოდ ცოტათი ნაკლებიც უნდა იყოს, რადგან ეს შეფასებები ეყრდნობა იმ პრეზუმფციას, რომ ყველა SARS-CoV-2 პოზიტიური გარდაცვლილი აუცილებლად COVID-ით გარდაიცვალა, ასევე აქვე ითვლება PCR ნეგატიური პაციენტებიც, რომლებსაც სავარაუდო COVID-ით გარდაცვალება უწერია სერთიფიკატში, რაც რაღა თქმა უნდა არ არის ზუსტი მაჩვენებელი. ასევე უსიმპტომო პაციენტების მხოლოდ 35%-ით შეფასებაც სავარაუდოდ დაქვეითებული მაჩვენებელია, რადგან უმეტესობა სეროპრევალენტური კვლევებისა, გაცილებით მეტ ასიმპტომურად გადატანილ ინფექციას აფიქსირებს.

ამის მიუხედავად, სიკვდილიანობის CDC -ს მიერ შეფასებული მაჩვენებელი რეალობასთან ძალიან ახლოსაა.
საღი აზრი გვთავაზობს, რომ შემოდგომის დაანონსებულ მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ ტალღებს ყოველგვარი პანიკის გარეშე შევხვდეთ, და ის დრაკონული შეზღუდვები და ეკონომიკის პარალიზების ეპოპეა აღარ გავიმეოროთ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები