LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კალატოზიშვილი: „ჩვენი მამა, ვლადიმერ კალატოზიშვილი გმირულად იბრძოდა და დაიღუპა რუს ოკუპანტთან ბრძოლაში, ჩვენ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ! ჩვენ იქ ვართ, სადაც ახლა იქნებოდა ვოვა!”

145
330969351_740123534389982_6376634257734339458_n

პარლამენტში საკომიტეტო სხდომაზე ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია იმართება.

აქციაზე დასთან ერთად იმყოფება საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი გიორგი კალატოზიშვილი, რომელიც ნანკა კალატოზიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს და წერს:

“ჩვენი მამა, ვლადიმერ კალატოზიშვილი გმირულად იბრძოდა და დაიღუპა რუს ოკუპანტთან ბრძოლაში ტამიშთან, 1992 წლის 7 დეკემბერს – ჩვენ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ! ჩვენ იქ ვართ, სადაც ახლა იქნებოდა ვოვა!” – წერს გიორგი კალატოზიშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

განხილვის ფონზე, პარლამენტთან აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობის ფანჯრიდან ევროკავშირის, ნატოსა და საქართველოს დროშები გადმოფინეს. აღნიშნულს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შეძახილებითა და ტაშით შეხვდნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს“, „რუსებო“.

ამავე თემაზე:

„Русский военный корабль иди на..“ – სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს

„დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს“.. „ხელს გამარტყამენ თუ წიხლს ჩამარტყამენ, ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს“ – რას აცხადებენ დეპუტატები, რომლებსაც კომიტეტის სხდომა ძალით დაატოვებინეს

„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

ფოტო, ვიდეო: პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“

ზურაბ ჯაფარიძე: სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში

ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“

დათო გორგილაძე: „გამარჯობა არ უთხრათ, შეარცხვინეთ, ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა, ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები