LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კალანდია: „იმედის“ თანამშრომლების ლანძღვა გარკვეული კასტისთვის ტრადიციად იქცა… ეს ის ხალხია, რომელსაც უკვე აღარაფრის რცხვენია!..“

231
გიორგი კალანდია

გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში დიდ პოსტს უძღვნის „იმედის“ თანამშრომლების ბულინგის თემას და წერს, რომ მათი ლანძღვა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის უკვე ტრადიციად იქცა:

„იმედის“ თანამშრომლების ლანძღვა გარკვეული კასტისთვის ტრადიციად იქცა, თან ლანძღვა არ არსებული, უფრო სწორად კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების, რეპორტაჟების ან სულაც წამყვანების ტექსტების გამო, თან იცით ვისგან?! აი, იმათგან ვინც ქალი პოლიტიკოსის მიმართ საჯაროდ დაძახებულ „ჩათლაშკას“ რომ აპრავებდნენ და „მზეთუნახავზე“ რომ აღშფოთებისაგან ელეთ-მელეთი დაემართათ! ეს ის ხალხია, რომელსაც უკვე აღარაფრის რცხვენია, არაფრის ერიდება, მზადაა ამოეფაროს ყველას და ყველაფერს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ თუ რევანშისტულ მიზანს მიაღწიოს…

ამას თავად ვხედავ, დიახ, თავად ვხედავ იმ ხალხისგან, ვინც თავის დროზე ზვიად გამსახურდიას ებრძოდა, დასცინოდა, ესირცხვილებოდა, ისე დაივიწყა, რომ უახლესი საქართველოს ისტორიაში არც კი ეგულებოდა… ახლა კი მის ვიდეო მიმართვებს აზიარებენ, მის მოწამეობრივ ღვაწლს და თავგანწირვას სათავისოდ იყენებენ…. ამ კატეგორიის ხალხის ურცხვობა მეგონა, რომ აღარ გამაკვირვებდა, თუმცა რაც დღეს თიკა წერეთლის მისამართით იკადრეს, ფსკერიც აღარ ჰქვია… გოგო, რომელიც მშობლებისა და შვილების ურთიერთობის თემატიკაზე მუშაობს. მშობლების მხრიდან ბავშვებზე გადაჭარბებული ზრუნვის კონტექსტში მოყვანილი ფრაზის გამო ლამის ჯვარს აცვეს…

სტეფანე: „ზოგს, ალბათ, როგორ უნდა, ირანისნაირ ქვეყანაში ცხოვრება, ქმრები რომ ურახუნებდნენ და არაფრის საშუალება არ ჰქონდეთ…“

დაახლოებით იგივე დამართეს ჩემს მეგობარს მარიკა ბაკურაძესაც, მხოლოდ იმიტომ, რომ თანამედროვე მოდაში დამკვიდრებულ ახალ ტენდენციებზე ისაუბრა, მასაც კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებისა თუ კითხვების გამო ბართლომეს ღამე მოუწყვეს…

აღარაფერს ვამბობ ჩვენს საამაყო კახა კინწურაშვილზე, რომელსაც კონტექსტი თუ სცენა სპექტაკლიდან მხოლოდ იმიტომ ამოუჭრეს, რომ საჯარო ბულინგის სამიზნედ სურდათ… ყველა ამ უნიათო მცდელობაზე მეცინება, რადგან მავანის ეს უსაგნო ლაყაფი იმ ტალახსა ჰგავს, რომელიც მარმარილოზე დიდხანს არ ჩერდება! შეგნებულად არც ერთ ჩემს ზემოხსენებულ მეგობარს სოლიდარობას არ ვუცხადებ, ძლიერებს ის არ სჭირდებათ… თანაგრძნობა მხოლოდ მათთვის მემეტება ვინც შხამის ფრქვევა და სხვისი ლანძღვა ცხოვრების წესად გაიხადა!“

„იმედის“ ჟურნალისტმა Facebook-ზე კრიტიკული კომენტარების გამო მოქალაქეებს დაურეკა და მიზეზი ჰკითხა – პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა სიუჟეტზე მოკვლევა დაიწყო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “იმედის” ეთერში გასულ, მარიკა ბაკურაძის სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„მარიკა ბაკურაძე ჩემი მეგობარი და ბავშვების დედაა, სულ რომ ქვეყანა ჩამოიქცეს, მხარში დავუდგები…დღეს ეს სიუჟეტი რომ ვნახე, ცხადია, შევწუხდი” – რას წერს ვახო სანაია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები