გიორგი ისაკაძემ დღეს „საქმიანი დილა“ მონოლოგით დაიწყო, რითაც კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ საქართველოში შექმნილ პანიკას გამოეხმაურა.
„იმედია, თქვენი დღე ტრადიციულად იქნება საქმიანი, მშვიდი და იმედია, არ დაემსგავსებით მათ, ვინც გუშინ გავარდა და თბილისის სუპერმარკეტები ცოტა მიაცარიელ-მოაცარიელა. არანაირი საფუძველი, რომ სუპერმარკეტებს ვეტაკოთ და დავაცარიელოთ, არ არის… გუშინდელი ღამიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ეს თემა განვავრცოთ ჩვენს პროლოგებში. ინფიცირებულ პაციენტს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ჩვენი კომპეტენტური ექიმები მიხედავენ ბოლომდე. ეს არის გამოწვევა, რომელსაც უნდა შევხვდეთ ცოდნით და სიმშვიდით და არა პანიკითა და სისულელეებით“.