LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გვარჯალაძე: „სამი წელი ვიჭიდავე ლენოს დაკარგვასთან… ახლა ვფიქრობ, მირჩევნია, არც ერთი კიდური არ მქონდეს და ლენო მყავდეს…“

749
გიორგი გვარჯალაძე და ლენო

მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე იხსენებს თინეიჯერი შვილის, ლენოს გარდაცვალებას და ამბობს, რომ ეს ამბავი დღემდე ვერ დაძლია.

გიორგი გვარჯალაძე: 

„სამი წელი ვიჭიდავე ლენოს დაკარგვასთან და ვეცდები, მოვყვე, სად მოვედი. დავძლიეს ვერ ვიტყვი. ვერაფერი დავძლიე. რეალურად, ჩემი პერსპექტივიდან არაფერი შეიცვალა, არც შემსუბუქდა. არ შემიწყვეტია მუშაობა, თუ არ ჩავთვლით იმ დილას, როცა ეს ამბავი მოხდა. როცა ლენო ჩვენთან სახლში იყო გარდაცვლილი, ჩვენთან სტუდიაში ჩაწერა იყო, ნინო ქათამაძეს ვწერდი. ვისწავლე, როგორ არ ვიტირო ჩაწერის დრო,ს, ინტერვიუს მიცემის დროს, ზოგი არტისტის ჩაწერის დროს. ნინო ქათამაძეს რომ ვწერ, ჩემთვის დღესაც რთულია, მახსენებს და მაახლოვებს ლენოსთან. სულ ლენოა ჩემ ირგვლივ. ერთადერთი ის შევძელი, რომ ისე ხშირად არ დავდივარ საფლავზე, რადგან სადაც ვარ, ისედაც სულ მაგაში ვარ… ვისწავლე, რომ არ ვიყო საცოდავი ტიპი გარეგნულად მაინც და არ გავავრცელო მძიმე ენერგია… გამოდის, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, თუმცა რის ფასად. ტიპებს არც ერთი კიდური არ აქვთ და ამასაც ეჩვევიან…  ახლა ვფიქრობ, მირჩევნია, არც ერთი კიდური არ მქონდეს და ლენო მყავდეს …“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები