LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გვარჯალაძე: ,,ლენო რეკორდსი” აღარ მოემსახურება აუცრელ პირებს… გეშინიათ აცრის? მე მეშინია თქვენი”

2050
26232768-10208802073808593-5827341331823301930-o

ცნობილი ხმის რეჟისორი, „ლენო რეკორდსის“ დამფუძნებელი, გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს რომ ,,ლენო რეკორდსი” აუცრელ პირებს აღარ მოემსახურება.

,,მოკლედ – დღეიდან Lenø Records აღარ მოემსახურება აუცრელ პირებს, გამონაკლისის გარეშე. გეშინიათ აცრის? მე მეშინია თქვენი, თან 2 თვის შვილი მყავს, რომელიც სულ სტუდიაშია.
მაინც გინდათ/გჭირდებათ მოსვლა მნიშვნელოვან საქმეზე? გაიკეთეთ აცრა, შესასვლელში ერთჯერადად დავასკანირებ თქვენს შტრიხკოდს და შეგიყვანთ ვიზიტორთა სიაში.
გგონიათ რამე ბლატები გაჭრის?

დედაჩემი არაა აცრილი და სანამ არ აიცრება ვერ შემოვა. მასზე ახლო ან საყვარელი ადამიანი არ გამაჩნია.

გისურვებთ ჯანმრთელობას” – წერს გიორგი გვარჯალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები