LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გვარჯალაძე: „კარს ვაღებდი და მცემდნენ, ჩემსავე სტუდიაში, ათი ერთზე… მიუხედავად ამისა, მაინც არ გავჩერდი და ვამაყობ, რომ ლენო უსასრულო რაოდენობის მუსიკოსის სახლს ჰქვია“

1703
gvarjaladze

ხმის ჩამწერი სტუდიის „ლენო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ცნობილი ხმის რეჟისორი, გიორგი გვარჯალაძე, რომელსაც თინეიჯერი ქალიშვილი, ლენო რამდენიმე წლის წინ დაეღუპა, სოციალურ ქსელში სტუდიის დაბადების დღეს აღნიშნავს და ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

„Lenø Records 3 წლისაა!

ზედმეტად ემოციური და მტკივნეული იყო თითოეული წინსვლა, თითოეული მარცხი.

ჩუმად ცრემლის მოწმენდით და ყელში გაჩხერილი ბურთის გადაყლაპვით გაკეთდა თითოეული ჩანაწერი.

ფიქრებით „აღარ შემიძლია”, „აღარ მინდა”, უსასრულო საათები გავატარე მარტომ სტუდიაში თავ-სახე დაბუჟებულმა სასოწარკვეთაში, მაგრამ მაინც ვპასუხობდი ტელეფონს,მაინც ვაღებდი კარს, მაინც ვამბობდი კი-ს, თუმცა  თითოეული აქედან, დიდი რისკი იყო უსამართლობის, გაწბილების, წელში გატეხვის.

მირეკავდნენ და მითანხმებდნენ წარწერა Lenø-ს მოშორებას.

კარს ვაღებდი და მცემდნენ, ჩემსავე სტუდიაში, ათი ერთზე.

კი ვთქვი და უსამართლო „გადაგდების” და „პონტიდან მოტეხვის” მსხვერპლი გავხდი.

მიუხედავად ამისა, მაინც არ გავჩერდი და ვამაყობ, რომ ლენო უსასრულო რაოდენობის მუსიკოსის სახლს ჰქვია.

რომ უხარიათ – ლენოში მოდიან.

რომ უმძიმთ – ლენოში მოდიან.

დაკვრა და ჩაწერა თუ უნდათ, ხომ თავისთავად…

დაბადების დღე, ჯვრისწერა, ქელეხიც კი იყო ლენოში. „შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია”-ც იყო. და, რაც მთავარია, ყველა ჟანრის მუსიკა ❤

დიდი მადლობა ყველას, ვინც დაუკრა და იმღერა ლენოში!

დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში უდგას და ანვითარებს ლენო რექორდსს, როგორც საკუთარ სახლს!

დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოსცა მუსიკა ლენო რეკორდსზე!

მადლობა ზრუნვისთვის!

მადლობა სიყვარულისთვის!

და მადლობა ლენოს, რომ ჩვენ აღარ ვოცნებობთ საზღვარგარეთ ჩაწერაზე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები