LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გიორგანაშვილი სასამართლოს განაჩენს სტრასბურგში გაასაჩივრებს

115

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ქართული სასამართლოს განაჩენს სტრასბურგში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„მე უნდობლობას ვუცხადებ ქართულ მართმსაჯულებას და მომიწევს ჩემი უდანაშაულობა ევროპულ სასამართლოში დავამტკიცო,” – აცხადებს გიორგანაშვილი. ის მიიჩნევს, რომ სისტემა უსამართლოდ მოექცა და არც პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს.

„ჩემ მიმართ წამოწყებული ამ ბინძური კამპანიით, პოლიციური სისტემა შეეცადა საზოგადოებრივი აზრის მათ სასარგებლოდ ფორმირებას. მათ შორის იმ ადამიანებზე ცდილობდნენ გავლენის მოხდენას, ვინც ჩემს მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენი გააპროტესტა. ამ „ახალი“ საქმით სისტემამ მათ უთხრა: ვის იცავთ? ადამიანს, რომელიც რეანომობილით დაათრევს ამდენ ნარკოტიკს? და ბოდიშის მოხდაც კი მოითხოვეს საზოგადოებისგან, მაგრამ მაინც ყველაზე გულის ამრევი ის იყო, რომ ამ საქმით სცადეს პრეზიდენტის დისკრედიტაცია და პოლიტიკური დივიდენდების დაწერა,” – წერს გიორგანაშვილი.

მსახიობი 23 იანვარს, სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები