16 აპრილს, ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი BBC-ის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს.
როგორც ორკესტრის პროგრამის კალენდარშია აღნიშნული, გიორგი გიგაშვილი ორკესტრთან ერთად მოცარტის საფორტეპიანო კონცერტს დაუკრავს.
ორკესტრს იტალიელი-თურქი დირიჟორი, ნილ ვენდიტი უხელმძღვანელებს.
„შესრულდება ჯაკომო პუჩინის და ალფრედო კაზელას ნაწარმოებები. ამის შემდეგ კი BBC-ის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად „BBC Radio 3“-ის ახალი თაობის არტისტი გიორგი გიგაშვილი მოცარტის საფორტეპიანო კონცერტს დაუკრავს“, – წერია პროგრამაში.
ვიდეო: გიორგი გიგაშვილის ფენომენალური შესრულება ორკესტრთან ერთად და ფეხზე წამომდგარი მსმენელი
„სენსაციური მუსიკოსები“ – გიორგი გიგაშვილი Classic FM-მა 30 საუკეთესო მუსიკოსს შორის დაასახელა