LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გასვიანი: სულ არ მახსოვდა, დღეს რა დღე იყო … რატომღაც წუხელ დამესიზმრა უდიდესი თეატრის რეჟისორი

817
Untitled design (9)

დღეს რობიკო სტურუა იუბილარია. რეჟისორს 84 წელი შეუსრულდა.

მილოცვებს უერთდება ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი, რომელიც წერს, რომ არ ახსოვდა დღეს რა დღე იყო და რატომღაც წუხელ დამესიზმრა.

„გილოცავთ დაბადების დღეს…

სულ არ მახსოვდა, რომ დაბადების დღე ჰქონდა… რატომღაც წუხელ დამესიზმრა.

ვითომ ჩვენს თეატრში მოვიდა  სპექტაკლის დასადგმელად… მიკვირდა სიზმარში..

რა ექსპერიმენტიც ჩემს დარბაზში ვერ ჩავატარე აქ უნდა გავაკეთოო.. დადგმის სპეციფიკას გულისხმობდა.. პარტერის უცნაურად გამოყენება უნდოდა… ახლა აღმოვაჩინე, რომ დღეობა აქვს უდიდეს თეატრალურ რეჟისორს“. – წერს გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში.

რობიკო სტურუა იუბილარია: „ყოველთვის მიკვირდა, რატომ წარმოიშვა ჯერ ტრაგედია და შემდეგ კომედია, იქნებ იმიტომ, რომ საკუთარი ბედის დატირება იოლია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები