საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ეხმაურება.
„იქნებ გაგვეთავისუფლებინა ყველა ჯალათი და მოძალადე, რა მოხდა ახლა, რაღაცა შეეშალათ.
მაგათი ჯდომით ხომ არაფერი გამოსწორდება, მათი ნაწამები ხალხი დაიღუპნენ, ესენიც დავღუპოთ?!
ვინმე ყიფშიძევ, ალბათ მეტი გონიერება გმართებთ, თუმცა, ჯალათების თეთრხალათიან ვექილს რა უნდა მოგთხოვოთ კაცმა…” – წერს “ტვიტერზე” გამსახურდია.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ყიფშიემ განაცხადა, „იქნებ გავათავისუფლოთ ადამიანი და ისე ვუმკურნალოთ“.
ყიფშიძის ამ განცხადებამ კრიტიკა დაიმსახურა.