შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი გახარიასა და “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრებს შორის შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრას ესწრება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, შს მინისტრი და მოძრაობის 5 წევრი: ბექა წიქარიშვილი, დავით სუბელიანი, სოფო ვერძეული, გურამ იმნაძე და ივანე გეთიაშვილი.
როგორც დაანონსებული იყო, დღევანდელ შეხვედრაზე ორივე მხარეს პარასკევს საღამოს მომხდარსა და ნარკოპოლიტიკაზე უნდა ესაუბრა, თუმცა დღეს მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე შეთანხმდებიან.