გუშინ, 1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
„ეს „ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის შეთანხმებას არ ჰგავს, ეს არის „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო სტრატეგია“
„ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური ვირეშმაკობაა..“, „ცდილობენ, რუსეთში მათ პატრონებს დაუმტკიცონ ლოიალობა“ – როგორ ეხმაურებიან სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ამ განცხადებას წინ უძღოდა, პრეზიდენტის წასვლა ევროპაში და როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად იწყებს შეხვედრებს.
იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებიდან მალევე პრეზიდენტის ოფიციალურ „ინსტაგრამ“ გვერდზე გავრცელდა ფოტო, რომელსაც არაერთი გამოხმაურება.
ევროპულ ტურნეში მყოფ პრეზიდენტს საკუთარი მხარდაჭერა ღიად დაუფიქსირა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ:
„ნებისმიერი ტრანსპორტით, ევროპისკენ!,“ – წერს გიორგი გახარია.