პოლიციის პოლკოვნიკის დაჭრაზე კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გიორგი გახარიას განცხადებით, ძალოვანი უწყების თანამშრომელმა, სავარაუდოდ თვითდაზიანება მიიყენა.
დაჭრილი პოლიციელის საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო.
“ჩემი ინფორმაციით, ეს იყო თვითდაზიანება. თუმცა, პროცესი მიმდინარეობს, ეს ინფორმაცია ალბათ დადასტურდება, თუმცა, სხვა შემთხვევებისთვისაც ვიტოვებთ, საბოლოო შეფასებას ვერ ვაძლევთ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს იყო თვითდაზიანება,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თბილისში, თრიალეთის ქუჩაზე დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმე რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ცივი იარაღით 7 ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული