“ნებისმიერი ოპოზიციონერი, რომელმაც შეიძლება მერობაზე კენჭი იყაროს, იქნება ჩვენი ოპონენტი. კონკრეტულად, გიორგი გახარიამაც რომ იყაროს კენჭი, ის, რა თქმა უნდა, იქნება ოპონენტი.” – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მერობის კანდიდატებზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა, ხოლო კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, კახა კალაძე კვლავ იხილონ მერობის კანდიდატად, უპასუხა, რომ ეს შესაძლებელია.
რაც შეეხება, კითხვას, შესაძლებელია თუ არა გიორგი გახარიას სასარგებლოდ “ქართულმა ოცნებამ” კანდიდატურა მოხსნას, სამხარაძემ უპასუხა, რომ ეს გამორიცხულია.
მან ასევე ისაუბრა პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილულ იმ საკითხზეც, რომელიც რეგიონებში გასვლას უკავშირდება:
“დაიწყო დაგეგმარება იმისა, თუ როგორ უნდა გაიშალოს პარტია რეგიონებში და დაიწყოს წინასაარჩევნო სამზადისი.”
შეგახსენებთ, პოლიტსაბჭოს სხდომა “ქართული ოცნების” ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, ოფისთან გაიმართა აქცია, რომელზეც 13 პირი დააკავეს.