LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიამ სენატორი ლინდსი გრემი თბილისში მოიწვია

169
93589595-1653778731426691-1679913119947685888-o (1)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ამერიკელ სენატორთან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და სენატის საგარეო ურთიერთობათა და ასიგნებების კომიტეტის წევრ ლინდსი გრემთან სატელეფონო საუბარი შედგა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აშშ-საქართველოს პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირის შემდგომი განვითარების გზები განიხილეს. მისი ცნობით,  გიორგი გახარიამ, ქართველი ხალხის სახელით, ჯანდაცვის სისტემის და მათ შორის ლუგარის ცენტრის გაძლიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ ისაუბრეს ქვეყნის გახსნისა და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით განსახორციელებელ პირობებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთის მოქმედებები უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელების მიმართულებით, რაც პანდემიის პარალელურად ხორციელდება.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა მოკავშირეებს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირების შემდგომი გაღრმავების, ასევე საქართველოს დემოკრატიზაციის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმების მხარდაჭერის კუთხით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორი ლინდსი გრემი თბილისში მოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები