LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია – შსს-ს თანამშრომელი, რომელსაც ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება და ოჯახში ძალადობაში იქნება ბრალდებული, ავტომატურად დატოვებს სამინისტროს რიგებს

81

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელსაც ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება და ოჯახში ძალადობაში იქნება ბრალდებული, შს სამინისტროს რიგებს ავტომატურად დატოვებს. როგორც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, მან შესაბამისი ბრძანება 12 ივლისს მიიღო.

“ხშირად იყო პრეტენზია, საყვედური შს სამინისტროსთან, რომ როდესაც საქმე ოჯახურ ძალადობას ეხება, სისტემა ოჯახში მოძალადეებს ხელს აფარებს. 12 ივლისს მივიღეთ ბრძანება, რომლის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება და ის იქნება ბრალდებული ოჯახში ძალადობაში, ავტომატურად დატოვებს შს სამინისტროს რიგებს. ამით ჩვენ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ თითოეულ პოლიციელს, რომელიც კეთილსინდისიერად, ეფექტურად და სამართლიანად ემსახურება ქვეყანასა და მოქალაქეს, ჩვენ ბოლომდე, კანონით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გამოყენებით დავუდგებით გვერდით, ხოლო პოლიციელი, რომელიც დადასტურებულად იქნება დადანაშაულებული უფლებამოსილების გადამეტებაში ან არაკეთილსინდისიერებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც უმკაცრეს დასჯას მოითხოვს“, – განაცხადა გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ეფექტური მუშაობის გზით პოლიცია შესძლებს ნდობის აღდგენასა და გაღრმავებას მოქალაქესა და პოლიციელს შორის.

პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე, სამთავრობო პროგრამა – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ და მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს იხილავს. სამთავრობო პროგრამა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები