შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებთან მივიდა.
მინისტრი ამ წუთებში, აქციის მონაწილეების კითხვებს პასუხობს.
გიორგი გახარიას ბექა წიქარიშვილი და ვახუშტი მენაბდე პარლამენტის შენობაში ხვდებიან. მათ მინისტრთან შეხვედრის მანდატი აქციის მონაწილეებისგან მიიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.
ბექა წიქარიშვილმა, გახარიასთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ მათ შორის ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ დაიმალებოდა.
მანამდე გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის ეთერიდან მიმართა აქციის მონაწილეებს და განაცხადა, რომ თუ მათ კლუბებში განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაიმე კითხვები ჰქონდათ დაგროვილი, პირადად გასცემდა ყველა მათგანს პასუხს.