სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ, საქართველოს მოქალაქის მკვლელობას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია Twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ „ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას“.
მისი განცხადებით, საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევროატლანტიკურ ოჯახშია.
„რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს და მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევროატლანტიკურ ოჯახშია“, – წერს გახარია სოციალურ ქსელ ტვიტერზე.