LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: „ივანიშვილმა იცის, რომ „ოცნება“ დამარცხებულია და ამის გააზრება უმძიმესი იქნება – არჩევნების შემდეგ ის იქნება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ოპოზიციის ლიდერი“

133
გიორგი გახარია და ბიძინა ივანიშვილი

ყოფილი პრემიერი-მინისტრი და ამჟამად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამარცხებულია და ბიძინა ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ პარტიას მის გარეშე არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება. 

როგორც გახარიამ მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე საუბრისას „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ბევრი რამ ზედაპირზეა, „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე კი შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს.

ამასთან, ექსპრემიერმა ისიც აღნიშნა, იგი დარმწუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი 2024 წელს ოპოზიციაში გადავა:

„ბევრი რამე არის ზედაპირზე, ბიძინა ივანიშვილი არის ძლიან გამოცდილი, გონიერი ადამიანი, მან ძალიან კარგად იცის, რომ „ოცნება“ დამარცხებულია და ამის გააზრება, აღქმა იქნება უმძიმესი, ძალიან მტკივნეული, შესაბამისად, ის ეცდება, რომ ეს მდგომარეობა გამოასწოროს.

ხედავს, რომ მის გარდა არაფერი არ მუშაობს ქვეყანაში, სახელმწიფო დისფუნქციურია, არანაირი არჩევნების მოგებაზე, საუბარიც ზედმეტია, ვინ უნდა მოიგოს ეს არჩევნები, იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ყურადღებას აღარ აქცევენ რას საუბრობენ? თუ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ემსახურებიან პარტიას და ივანიშვილს და არა სახელმწიფოს?

გახარია „ოცნებაზე“: „რაც უფრო მეტად ამტკიცებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ, მით უკეთესად იციან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, შეიძლება, 30%-საც ვერ მიუკაკუნონ“

ამას დაამატეთ კორუფციის ის სისტემური ფორმები, რომელიც უკვე თვალსაჩინო გახდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყელას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ნებისმიერი სახის კორუფცია დანაშაული კი არა ღალატია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დასმულ კითხვაზე, სად იქნება ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის არჩევნების შემდეგ, გახარიამ უპასუხა, რომ ივანიშვილი არჩევნებს წააგებს და ოპოზიციის რიგებში გადავა.

„2024 წლის არჩევნების შემდეგ ივანიშვილი იქნება საქართველოში და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ოპოზიციის ლიდერი“. – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები