LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: დღეს, როდესაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, ყველა ერთად დავდგეთ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში

126
195050596_317096423207118_6983264090319606792_n

“დღეს, როდესაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, ყველა ერთად დავდგეთ ქვეყნის ინტერესებისთვის,” – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გახარია აღნიშნავს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის დღეს ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში.

“ევროინტეგრაცია საქართველოს ისტორიული არჩევანი და დამოუკიდებლობის გარანტია.

დღეს, როდესაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია, ყველა ერთად დავდგეთ ქვეყნის ინტერესებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის დღეს ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში და როგორია ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ, დღეს ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავლის და ბედი წყდება.

მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის იდეის აღსრულებისთვის.

ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, მის ფარგლებს გარეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას. ჩვენმა სამშობლომ ამისთვის ფასი უკვე არაერთხელ გადაიხადა”,- წერს გახარია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები