LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია და კახა კალაძე კონტრაქციის წევრებს შეხვდნენ

258

შს მინისტრი, გიორგი გახარია და თბილისის მერი, კახა კალაძე ე.წ. კონტრაქციაზე მივიდნენ. ისინი სანდრო ბრეგაძეს და „ქართული მარშის“ სხვა ლიდერებს ხვდებიან.
კონტრაქციის მონაწილეები მათ დახვდნენ შეძახილებით: „სირცხვილი, სირცხვილი“.

რაც შეეხება თავად კონტრაქციის მონაწილეებს, ისინი რამდენჯერმე შეეცადნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და მთავარ აქციაზე შეღწევას, რის გამოც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია კონტრაქციის 10-მდე მონაწილე. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მელორ ვაჩნაძე.