LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია აქციაზე დაშავებულების მიმართ მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს

107
gaxaria

გიორგი გახარია, მისი მინისტრობისას დარბეული აქციის დაშავებულ მოქალაქეებზე კომენტარს აკეთებს. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ის „მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ“

თვალის პროთეზზე საუბარი ჯერ არ ყოფილა - მაკო გომური საქართველოში დაბრუნდა [ვიდეო]

მაკო დაკარგული თვალის ადგილას პროთეზის ჩასმისთვის მკურნალობას თბილისში გააგრძელებს.

რამდენად იმსახურებდა გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, ამ კითხვაზე მან ჟურნალისტებს პირდაპირ არ უპასუხა და განაცხადა, რომ მედიის ემოციურობა გასაგებია.

„მე მესმის თქვენი ემოციურობა დღეს, განსაკუთრებით 20 რიცხვში, ისიც კარგად მესმის, რომ ემოციურობა პირდაპირ უკავშირდება იმ აქციას, რომელიც დღეს არის დაგეგმილი. ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრს, პარლამენტი ირჩევს და ამისთვის საჭირო იყო კენჭისყრა“, – განაცხადა გახარიამ. 

პარლამენტში "გავრილოვის ღამის" ამსახველი კადრები გახარიას დიდი ეკრანიდან აჩვენეს [ვიდეო]

ვიდეოს შემდეგ გახარიამ დასვა კითხვა: "რატომ ესროლეს ტყვიები ბავშვებს".

რაც შეეხება დღემდე აქტუალურ კითხვას, რატომ არ არიან კონკრეტულად ის სამართალდამცავები დაკავებულები, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ აქციის მონაწილეებს, ამაზე გახარია ამბობს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

„აქციის მონაწილეების დამზიანებლები არიან დაკავებულები და გამოძიება გრძელდება და ყველა, ვინც ამ აქციის შეწყვეტის დროს ჩაიდინა გადაცდომა, იქნება დაკავებული“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები