LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: ცუნამი მოდის საქართველოსკენ, იანვრის შუა რიცხვებში მოაღწევს დიდი ტალღა

1514
befunky-collage-2020-11-20-12-31-24-208249-2020-11-25-17-19-25-658197-2020-12-27-19-45-34-208004

პანდემია, როგორც მთავარი გამოწვევა – კორონავირუსის განვითარების მოლოდინები, როგორია 2022-ის ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარები – ამ საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა.

ფხაკაძე საქართველოში შექმნილ კოვიდ-ვითარებასა და ჯანდაცვის სისტემურ პრობლემებზე ამახვილებს კვლავ ყურადღებას და მიიჩნევს, რომ ადამიანებს მცდარი მოლოდინები არ უნდა შევუქმნათ. მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალი ანტივაქსერთა ჯგუფების ტალღას არ უნდა აყვნენ და მოქალაქეებს აქტიურად უნდა მოუწოდონ იმუნიზაციისკენ.

რაც შეეხება პროგნოზებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი მიიჩნევს, რომ საიმედო პროგნოზის მიღწევა თითოეული ადამიანის ხელშია. ამ თვალსაზრისით ფხაკაძე კიდევ ერთხელ მიუთითებს ვაქცინაციისა და სამედიცინო პირბადის გამოყენების მნიშვნელობას.

“საფრანგეთში მოზრდილი მოსახლეობის 90% 12 წელს ზემოთ არის აცრილი და 40% ბუსტერი აქვს გაკეთებული და აქაც კი საშინელი აფეთქება გვაქვს.

დღეში 50 ათასი ინფიცირებულია. გუშინ პირველად დაფიქსირდა 208 000 ადამიანი ერთ დღეში იყო დაინფიცირებული.

ეს ცუნამი მოდის საქართველოსკენ.თურქეთშიც აფეთქებაა, რუსეთშიც. იანვრის შუა რიცხვებში საქართველოშიც მოაღწევს ეს დიდი ტალღა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. წინასაახალწლოდ ყველაზე კარგი საჩუქარია „ბუსტერ“ დოზა გაიკეთონ, გამოიყენონ სამედიცინო პირბადე და არ მოაწყონ დიდი კორპორატიულები, ღრეობები.

მომავალ წელს იქნება მედიკამენტები, ვაქცინები, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ადამიანები, რომელთაც არ სჯერათ ან არ უნდათ. ამ ადამიანებს რა ვუყოთ არ ვიცი.

ვიცი, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია, მთავარია, მონდომება, სიყვარული და ადამიანობა, რაც ნიშნავს, რომ საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც მივხედოთ”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.