LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი დათიაშვილი ვაჟა ტუღუშის ძველ სიმღერას ახლებურად წერს (ვიდეო)

577

გიორგი დათიაშვილი ახალ სიმღერაზე მუშაობს. ეს მისი ბაშვობის დროინდელი სიმღერაა, რომელიც კომპოზიტორ ვაჟა ტუღუშს ეკუთვნის. კომპოზიციის სახელწოდებაა „ისევ გეძებენ“. გიორგის ძალიან დიდი სურვილი გაუჩნდა, რომ ეს სიმღერა ჩაეწერა და ავტორს მიმართა. შედეგად, ვაჟა ტუღუში სიმღერაში გიტარის პარტიასაც წერს, კომპოზიციის გაორკესტრებაში მომღერალს ზვიად ბოლქვაძე ეხმარება, კლავიშის პარტიას ამირან დიასამიძე, ხოლო ბასის პარტიას შაკო ღელეყვა ჩაწერს.

გიორგი დათიაშვილი, მომღერალი:

ვაჟა ტუღუშის სიმღერაზე „ისევ გეძებენ“ მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს. ეს სიმღერა ჩემი ბავშვობისაა. 14-15 წლის ვიყავი, ეს ალბომი რომ ჩაიწერა და კონკრეტულად ეს კომპოზიცია რომ მოვისმინე. მას მერე ჩამრჩა მეხსიერებაში. ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ მეც შემესრულებინა. დავუკავშირდი ვაჟას და ვკითხე, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ ამ სიმღერის ჩემეული ვერსია გამეკეთებინა. ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა, რომ დამთანხმდა.

ახლა გიტარის უნიკალური ნაწილი თავად ავტორმა ჩამიწერა (იღიმის). ველოდებით დანარჩენ არანჟირების ნაწილებს, კლავისშ – ამირან დიასამიძე ჩაწერა, ბასს – შაკო ღელეყვა, გაორკესტრების ნაწილში კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე მეხმარება… ბოლოს მოკრძალებული მე შევეცდები, ვიმღერო (იცინის).

ვფიქრობ, საინტერესო მუსიკოსებს მოუყარე თავი…

ცოტა მეუხერხულება და ფაქიზად ვეპყრობი ამ სიმღერას. ისეთი ხალხი დგას მის უკან, და ამ შემთხვევაში საუბარს ვაჟათი დავიწყებ, რომ მინდა, ყველანაირი ზედმეტი დეტალის გარეშე ჩავწერო და ისეთივე მნიშვნელოვანი დავტოვო ჩემი შესრულებით, როგორიც ვაჟას ალბომში იყო. იმედია, ამ მისიას შევასრულებ.

როდისთვის მოვისმენთ?

სავარაუდოდ, ერთი კვირა მჭირდება, რომ სიმღერა დასრულდეს. შემდეგ პრემიერა შედგება. აკუსტიკური ვერსიაა, კლასიკური, ვფიქრობ, „ფორტუნას“ ფორმატშიც ჯდება, თუმცა უცვლელად „არ დაიდარდოზე“ შედგება პრემიერა. ჩემი ვარაუდით, „ფორტუნაზეც“ გავა, რადგან მის ფორმატს, მონაწილე მუსიკოსებით, ყველანაირად ერგება.

ვაჟა ტუღუში, კომპოზიტორი:

ეს არის ძველი სიმღერა. ყველა ჩემი სიმღერა პატარა ისტორიას ატარებს, მაგრამ მას საიდუმლოდ დავტოვებ. ტექსტიც მე მეკუთვნის.

გიორგის ვოკალი, ვფიქრობ, „დახატავს“ ამ სიმღერას. პროფესიონალი ვოკალისტია და ამ სიმღერას სულ სხვანაირ სიმაღლეზე აიყვანს.

არის სიახლეები თქვენს შემოქმედებაში?

რაღაც პერიოდი იყო, როცა მეგონა, მუზამ მიმატოვა, მაგრამ თურმე არ მივუტოვებივარ. ამ ბოლო დროს წამოვიდა სიმღერებიც, ტექსტებიც. რამდენიმე ახალი სიმღერა შევქმენი. ვეცდები, მალე ჩავწერო და მივაწოდო მსმენელს (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები